ვინ ვართ ჩვენ?
GAMEON.GE – არის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, რომელიც შექმნილია ყველა კატეგორიის ბავშვისთვის. ჩვენი ვებგვერდი გამოირჩევა ფერების ჰარმონიით, მოსახერხებელი დიზაინითა და გამარტივებული სტრუქტურით, რაც მომხმარებელთა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელს ხდის პლატფორმის გამოყენებას.
რას ვთავაზობთ?
„ბავშვთა განვითარება“ – ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის მომხმარებელს გაუწიოს ონლაინ ან სატელეფონო კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე, რაც შეეხება ბავშვის განვითარებას, თამაშებს ან პლატფორმის გამოყენებას.
რატომ GAMEON.GE?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ GAMEON.GE-ს ანალოგი მსოფლიო ბაზარზე არ გააჩნია. ამხელა რაოდენობის საგანმანათლებლო და გასართობი მასალა, ასე თემატურად დალაგებული და თავმოყრილი, არსად არ არის თავმოყრილი.
ბავშვებზე მორგებული
ვინაიდან ჩვენი პლატფორმა ორიენტირებულია ბავშვებზე, თითოეულ გვერდსა და ფუნქციაში გათვალისწინებულია ყველა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც ბავშვების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
შპს „გეიმონ.ჯი“ აფასებს თქვენს ინტერესს ვებგვერდისადმი, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რომ ვებგვერდის სტუმრობისას თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც შეგროვდება, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობისას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებს. ვებგვერდზე დარეგისტრირებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისგან.
1. პერსონალური ინფორმაციის შეგროვება
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია, როდესაც:
- რეგისტრირდებით ჩვენს საიტზე
- იძენთ პროდუქტს ან სერვისს
2. რა სახის ინფორმაცია გროვდება
შეგროვებული ინფორმაცია დამოკიდებულია იმ სერვისებზე, რომლებიც თქვენ იყენებთ და შეიძლება მოიცავდეს:
- სახელი, გვარი, ქვეყანა და ქალაქი
- ტელეფონის ნომერი, ელფოსტა
- საბანკო და ბარათის ინფორმაცია
3. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას
თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას:
- შეკვეთების დასამუშავებლად
- ახალი პროდუქტებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად
- მომსახურების გაუმჯობესებისთვის
- კვლევისა და ანალიზისთვის
4. ინფორმაციის გაზიარება
თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სხვა უწყებებს, მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოთხოვნილია კანონით ან აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად.
5. მონაცემთა დაცვა
ინტერნეტით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება იყოს დაუცველი, გარდა დაშიფრული კომუნიკაციისა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ უნებართვო წვდომაზე, რაც ცდება ჩვენს კონტროლს.
6. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მოგვმართოთ თქვენს შესახებ ინფორმაციის ასლის მისაღებად. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ გაგვაჩნია არაზუსტი მონაცემები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შესწორებისთვის.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებას.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებგვერდი.
ვებგვერდზე სტუმრობით ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ყველა მითითებულ პირობას.
შპს „გეიმონ.ჯი“ უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ვებგვერდზე და მასზე თქვენი შემდგომი სტუმრობა ნიშნავს ახალ პირობებზე დათანხმებას.
ინფორმაციის სიზუსტე
მიუხედავად ჩვენი გუნდის ძალისხმევისა, გეიმონ.ჯი არ იღებს პასუხისმგებლობას ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის სრულ სიზუსტეზე. ჩვენი ინფორმაცია დაფუძნებულია სანდო წყაროებზე (ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები და ა.შ.), თუმცა მათშიც შეიძლება არსებობდეს მცირე უზუსტობები.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
გეიმონ.ჯი არ აგებს პასუხს პირდაპირ, არაპირდაპირ ან შემთხვევით ზიანზე, რაც შესაძლოა წარმოიშვას ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის გამოყენების შედეგად.
მონაცემების გამოყენება
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ პირადი და საგანმანათლებლო გამოყენებისთვის. მისი კომერციული გავრცელება ან კოპირება დაუშვებელია გეიმონ.ჯი-ს წერილობითი თანხმობის გარეშე.
უსაფრთხოება და აკრძალვები
- აკრძალულია სისტემის არასანქცირებული გამოყენება.
- აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება მავნე კოდებით (მაგ. ლოგიკური ბომბი, ტროას ცხენი).
- აკრძალულია უკანონო, ცილისმწამებლური ან სიძულვილის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.
ავტორიზაცია და კონფიდენციალურობა
რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია, თავისი მონაცემები კონფიდენციალურად შეინახოს და არ დაუშვას მესამე პირის მიერ წვდომა მის ანგარიშზე.
ტექნიკური შეფერხებები
ვებ-გვერდზე წვდომის შეფერხების შემთხვევაში (მათ შორის ერთთვიანი შეფერხება), ყველა შეძენილი პროდუქტი ელ.ფოსტაზე გაგზავნილ ფორმატში გადმოგეცემათ.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებ-გვერდის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე ვრცელდება შპს „გეიმონ.ჯი“-ს საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
წესების ცვლილება
„გეიმონ.ჯი“-ს უფლება აქვს, წესებსა და პირობებში ცვლილებები შეიტანოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გაეცნოს ამ ცვლილებებს.
მიმართვა და იურისდიქცია
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის არსებობის შემთხვევაში, საქმე განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მეშვეობით.
ყურადღება!!! ექაუნთი რომელიც 2 წლის განმავლობაში არ ესტუმრება ვებ - გვერდს მას პროგრამა ავტომატურად წაუშლის ექაუნთს, თუნდაც ნაყიდი ქონდეს ექაუნთის ულიმიტო წვდომა
შპს გეიმონ.ჯი
მის.: საქართველო, თბილისი,
ტელ.: 593652790
ელ.ფოსტა: gegameon@gmail.com